Saturday, October 27, 2018

გაკვეთილის გეგმა

გაკვეთილის გეგმა - https://docs.google.com/document/d/1X2qAcKG0VCGyy-lnrIMN7xhYM-QPpgBOXpCuzPIANI4/                                                        გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,გვარი: თამარ სამხარაძე
საგანი: ინგლისური ენა
სწავლების საფეხური /კლასი: I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 20 მოსწავლე
გაკვეთილის თემა: შინაური და გარეული ცხოველები
გაკვეთილის მიზანი:
  • მოსწავლეებმა ამოიცნონ და დააჯგუფონ შინაური და გარეული ცხოველები.
  • მოსწავლეები შეძლებენ მცირე ზომის ტექსტების მოსმენას და გაგებას.
  • ინგლისური ანბანის ასოებით ააწყონ სიტყვები და სიტყვების მეშვეობით შეძლებენ ააწყონ წინადადებები.


                          Iუცხ.დაწყ.(I)1.

  • სტანდარტით განსაზღვრული მცირე ზომის ტექსტების მოსმენა/მოსმენა-ყურება და გაგება  


  • Iუცხ.დაწყ.(I).2.
  • სიტყვების, წინადადებებისა და ტექსტების გარკვევით და შესაბამისი ინტონაციისა თუ მახვილების დაცვით  წარმოთქმა.

  • Iუცხ.დაწყ.(I).7.

  • წერითი მეტყველების აქტივობის შესრულებისას სტრატეგიების გააზრებულად გამოყენება.




N
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსები
დრო (წთ)
1
გონებრივი იერიში ჟესტიკულაციით/მიმიკებით.მოსწავლეები იმეორებენ სიტყვებს  და მიმიკებს,მასწავლებლის მიერ ჟესტიკულაციით და მიმიკების მიბაძვით. მოსწავლეები ჟესტიკულაციით იმეორებენ ზედსართავ სახელებს,არსებით სახელებს და ადგილის წინდებულებს.
მიმიკებით და ჯესტიკულაციით გაიმეორეს სიტყვები
მთელი კლასი

8 წთ
2
მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეო რგოლს ინგლისური ანბანის და მოსწავლეები იმეორებენ ანბანის ასოებს და სიტყვებს.
მოსწავლეები იმეორებენ ანბანის ასოებს და სიტყვებს
მთელი კლასი
ვიდეო რგოლის ჩვენება
9 წთ
3
მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს აირჩიონ წინასწარ მომზადებული ანბანის ასოები და მათი გამოყენებით შეადგინონ სიტყვები.
სიტყვების შედგენა და პრეზენტაცია
ჯგუფური მუშაობა
სიტყვები მიამაგრონ დაფაზე
Wordis dokumenti
8 წთ
4
ცოდნის კონსტრუირება-შინაური და გარეული ცხოველების დაჯგუფება,ამოცნობა.მასწავლებელი აკრავს წარწერას შინაური და გარეული ცხოველები და მოსწავლეების დახმარებით აჯგუფებს მათ.მოსწავლეები მასწავლებლის მიერ წარმოთქმულ სიტყვებს იმეორებენ - ბაძავენ და ცდილობენ ამოიცნონ ცხოველები.
შინაური და გარეული ცხოველების ამოცნობა და დაჯგუფება
მთელი კლასი
დააჯგუფებენ და მიამაგრებენ დაფაზე შინაურ და გარეულ ცხოველებს.საპრეზენთაციო ფაილი
10 წთ
edit?usp=sharing