1. პროექტის სახელწოდება:შინაური და გარეული
ცხოველები
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მოსწავლეები შეძლებენ საგნების აღმნიშვნელი სიტყვების
და მათი ფერების ამოცნობას. გარეული და შინაური
ცხოველების დაჯგუფებას .
3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები
შეძლებენ მათთვის უცნობი სიტყვების შესწავლას, ლექსიკის გამდიდრებას.
4. პროექტის მიზნები:. მიზანი: მოსწავლეები შეძლებენ საგნების აღმნიშვნელი სიტყვების
და მათი ფერების ამოცნობას. გარეული და შინაური
ცხოველების დაჯგუფებას .ჩამოუყალიბდებათ ურთიერთანამაშრომლობის, აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევები.
მოსწავლეები შეძლებენ მათთვის უცნობი სიტყვების შესწავლას, ლექსიკის გამდიდრებას.
5. მონაწილეთა ასაკი: 7 წელი.(დაწყებითი.პირველი
კლასი.)
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები შეძლებენ საგნების
აღმნიშვნელი სიტყვების და მათი ფერების ამოცნობას. გარეული და შინაური ცხოველების დაჯგუფებას ჩამოუყალიბდებათ
ურთიერთანამაშრომლობის, აზრთა გაზიარების უნარ-ჩვევები. მოსწავლეები შეძლებენ მათთვის
უცნობი სიტყვების შესწავლას, ლექსიკის გამდიდრებას.
·
მოსწავლეს შეუძლია ნაცნობი და ხშირად გამოყენებული სიტყვების ორთოგრაფიული ხატის[1]
პირდაპირი გზით (გაშიფრვის გარეშე) ამოცნობა.
·
მოსწავლეს შეუძლია უცხოური ენის ბგერების, ჟღერადობების,
ინტონაციების აღქმა, მიბაძვა-გამეორება.
·
მოსწავლეს შეუძლია მასწავლებლის
მითითებების გაგება.
·
მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი
ილუსტრირებული აღწერითი/ნარატიული ხასიათის ტექსტების გაგება.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: 1)ფურცლები ჯგუფური მუშაობისთვის
2)ფერადი ფანქრები, მარკერები, ასაწყობი ანბანის ასოები,
ასაწყობი სიტყვები.
3)პროექტორი
4)კომპიუტერი
5)დაფა, ცარცი, ქაღალდის სტიკერი
6)ილუსტრირებული ფოტოები
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ინგლისური ანბანის
ვიდეო რგოლს და მოსწავლეები იმეორებენ ანბანის ასოებს და სიტყვებს.
მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს აირჩიონ წინასწარ მომზადებული
ანბანის ასოები და მათი გამოყენებით შეადგინონ სიტყვები.
მასწავლებელი ჯგუფებს სთხოვს აირჩიონ წინასწარ მომზადებული
იგივე სიტყვები და შეადგინონ მარტივი წინადადებები მათი გამოყენებით.
მასწავლებელს ჯგუფური მუშაობისთვის წინასწარ აქვს მომზმადებული
ბარათები, რომლებზეც საგნები და ცხოველებია გამოსახული. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს დავალების ინსტრუქციას და სთხოვს ჯგუფებში აირჩიონ
ბარათები. ბარათების არჩევის შემდეგ მოსწავლეები აფერადებენ საგნებს მასწავლებლის მიერ
მითითებული ფერებით.
თითოეული აქტივობის შემდეგ მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ინგლისური და
ხელოვნება.
11.პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თამარ სამხარაძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: samkharadzet@gmail.com
No comments:
Post a Comment